გალაქტიკები
გალაქტიკა — ვარსკვლავების, ვარსკვლავთშორისი არის, მტვრისა და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით უკავშირდება ერთმანეთს. ჩვეულებრივ გალაქტიკაში შედის 10 მილიონიდან (107) რამდენიმე ტრილიონამდე (1012) ვარსკვლავი. გალაქტიკების დიდი ნაწილი შედგება პატარა ვარსკვლავური სისტემებისგან. როგორც წესი, გალაქტიკის დიამეტრი ათი ათასიდან ასი ათას სინათლის წლამდე მერყეობს. გალაქტიკის მასის დაახლოებით 90% უცნობ შავ მატერიაზე მოდის, ეს კომპონენტი ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. არსებობს თვალსაზრისი, რომ გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელი მდებარეობს. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სამყაროში 100 მილიარდი გალაქტიკაა. არსებობს სამი სახის გალაქტიკა: ელიფსური, სპირალური და არასწორი გალაქტიკა.
ირმის ნახტომი (ჩვენი გალაქტიკა), დისკოსებრი სპირალურ გალაქტიკაა, მისი დიამეტრია 30 კილოპარსეკი (ანუ 100 000 სინათლის წელი), სისქე კი 3000 სინათლის წელი. მასში შედის დაახლოებით 200-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი, ხოლო მისი მასა შეადგენს მზის მასას 3×1012-ს.
ძალიან ცოტაა განცალკევებული გალაქტიკების რაოდენობა. გალაქტიკები ხშირად ერთად ჯგუფდებიან. ზოგიერთი ჯგუფი ორმოცდაათამდე გალაქტიკისაგან შედგება. არსებობს უფრო დიდი ზომის „ოჯახი“, რომელიც რამდენიმე ათას გალაქტიკას მოიცავს. დროთა განმავლობაში ისინი ერთმანეთში ირევიან და წარმოქმნიან ერთ-ერთ ყველაზე დიდ სტრუქტურასკოსმოსში, რომლის შუაგულშიც მდებარეობს მათ შორის ყველაზე დიდი ელიფსური გალაქტიკა.
საოცარი გალაქტიკები
ანდრომედა ( ანუ M 31 ) არის ირმის ნახტომის გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარე სპირალისებური ტიპის დიდი გალაქტიკა. იგი ერთ ბილიონამდე ვარსკვლავისგან შედგება და 2.51 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული მზის სისტემისაგან. თავისი ზომით ანდრომედას გალაქტიკა რამდენჯერმე უფრო დიდია ირმის ნახტომთან შედარებით და გალაქტიკათა ადგილობრივ ჯგუფში უდიდესია. ანდრომედას გალაქტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული კოსმიური ობიექტი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. დედამიწიდან დაკვირვებისას გალაქტიკა ანდრომედას თანავარსკვლავედის ნაწილად ჩანს, რის გამოც თანავარსკვლავედისავით მასაც მითოლოგიური პრინცესა ანდრომედას სახელი ეწოდა.
NGC 6822 ანუ გალაქტიკა ბარნარდა. არარეგულარური გალაქტიკა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში. ერთ-ერთი ჩვენთან ახლომდებარე გალაქტიკა ( 1,63 ± 0,03 მლნ სინათლის წელი) გალაქტიკა ბარნარდას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ექსტრაგალაქტიკურ მეცნიერებაში. ედვინ ჰაბლმა ჯერ კიდევ 1925 წელს 11 ჰაფეიდსა და 5 ნათელ ნისლეულზე დაკვირვებით დაადგინა, რომ ბარნარდა იყო ჩვენგან დაშორებული არაუმეტეს 70 ათასი სინათლის წელისა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი სხვა უფრო ახლომდებარე გალაქტიკების არსებობა, ანუ ბარნარდა მიიჩნეოდა უახლოესად.
გალაქტიკა M 82 ანუ გალაქტიკა სიგარა (რა უგავს ახლა ამას სიგარის) ვარსკვლავებით მდიდარი გალაქტიკა დიდი დათვის თანავარსკვლავედში. მის ცენტრში მდებარეობს სუპერმასიური შავი ხვრელი, ორ უფრო მცირე წონის(90 ჩვენი მზის წონა) ხვრელთან ერთად. ისინი ერთად ყლაპავენ პლანეტებს.
მას შემდეგ, რაც სამყარო საკმარისად გაცივდა, დაიწყო წარმოქმნა ატომურმა მატერიამ.
სამყაროში გაჩნდა შემკვრივებული უბნები. თავის მხრივ, შემკვრივებულმა მატერიამ გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო მიიზიდა სამყაროში გაფანტული სხვა მატერია და შემკვრივებული უბნების ზომა იზრდებოდა. დაიწყეს წარმოქმნა პირველმა ვარსკვლავებმა. შემდეგ შედარებით ახლო მდებარე ვარსკვლავებმა მიიზიდეს ერთმანეთი და წარმოქმნეს ვარსკვლავთა კლასტერები. ვარსკვლავთა კლასტერების გაერთიანებებმა წარმოქმნეს გალაქტიკები. ამჟამად ცნობილია ორასი მილიარდი გალაქტიკა. გალაქტიკაში შეიძლება იყოს ასობით მილიარდი ვარსკვლავი. გალაქტიკებში წარმოიქმნება ვარსკვლავები და პლანეტები.
მას შემდეგ, რაც გალაქტიკა დაასრულებს ევოლუციას, მის სტრუქტურაში გამოიყოფა შემდეგი ელემენტები: შემკვრივებული ბირთვი შუაში და დისკი, რომელიც გარშემორტყმულია ფარული მატერიით.
ჩამოყალიბებული გალაქტიკები შეიძლება იყოს სპირალური, ლიფსური და არარეგულარული ფორმის. სპირალური ფორმა მეტყველებს იმაზე, რომ გალაქტიკის დისკი ბრუნავს.
საწყის ეტაპზე გალაქტიკები არარეგულარული ფორმის იყვნენ. დღეს არსებული “ჩამოყალიბებული” გალაქტიკების ასაკი რამდენიმე მილიარდი წელია. მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის ასაკი თორმეტი მილიარდი სინათლის წელია.
გალაქტიკების ერთობლიობა წარმოქმნის კლასტერებს, კლასტერების ერთობლიობა ქმნის სუპერ კლასტერებს, ხოლო სუპერ კლასტერები ქმნიან გალაქტიკების ქსელებს, ფილამენტებს და კედლებს. ყველაზე დიდი – სლოანის დიდი გალაქტიკური კედელი ზომით არის ერთ მილიარდ სინათლის წელზე მეტის (სინათლის წელიწადი არის მანძილი, რომელსაც სინათლე გადის ერთი წლის განმავლობაში).
სპირალური და ელიფსური გალაქტიკები
ფარულმა მატერიამ ხელი შეუწყო შემკვრივებული ადგილების გაჩენას სამყაროში. ფარული მატერია იზიდავდა ატომურ მატერიას და აგროვებდა მას თავის წიაღში. გალაქტიკები გარემოცულია ფარული მატერიით და ამ ფარული მატერიის გრავიტაციული ძალა ინარჩუნებს გალაქტიკის სტრუქტურას. ფარული მატერიის არსებობა მტკიცდება სხვადასხვა დაკვირვებით. ფარული მატერიის გრავიტაცია ამრუდებს სინათლეს და წყარო, რომლიდან წამოსული სინათლის გზაზე მდებარეობს ფარული მატერია, გვეჩვენება გამრუდებულად.
ყველაზე უცნაური გალაქტიკა
ასტრონომთა აზრით, შორეული ელიფსური გალაქტიკა უზარმაზარ ზომამდე რამდენიმე შავ ხვრელს უნდა „გაებერა“, თუმცა მათდა გასაკვირად, მასში ხვრელების აღმოჩენა ვერ ხერხდება.
ასტრონომები ჩვეულებრივ, ამჩნევენ ნათობის მაქსიმუმს, რომელზეც პასუხისმეგებელი ვარსკვლავების მაღალი კონცენტრაციაა ცენტრალურ შავ ხვრელთან, რომელიც გაფანტულიჰალოთი და ვარსკვლავებითაა შემოფარგლული. გალატიკა A2261-BCG-ს სინათლის უზარმაზარი დიფუზური ლაქა აქვს. ვარსკვლავების სინათლის ინტენსიურობა მთელი გალქტიკის გავლის მერეც არ იცვლება. ამასთან ერთად შავი ხვრელის აღმოჩენაც ვერ ხერხდება.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი თოდ ლაუერი აღნიშნავს: „გალაქტიკაში შავი ხვრელის აღმოჩენა ატამის შუაგულში კურკის აღმოჩენას ჰგავს. ჩვენ ამ გიგანტურ „ატამში“ „ჰაბლით“ ჩავიხედეთ, მაგრამ „კურკა“ ვერ აღმოვაჩინეთ. გაუგებარია, რატომ არ არის აქ შავი ხვრელი, ტელესკოპი გვიჩვენებს, რომ ბირთვში ვარსკვლავების კონცენტრაცია არ არის“.
ასტრონომებმა „The Astrophysical Journal“-ში ამ მოვლენის ახსნის ორი ვერსია გამოაქვეყნეს. პირველის მიხედვით, ორი შავი ხვრელი გრავიტაციულად ერთმანეთში ურევს ვარსკვლავებს და შემდეგ განაბნევს მათ. მეორეს მიხედვით, ხვრელთა წყვილი გალატიკიდან „გაიტყორცენბა“ და ამით მას გრავიტაციული „ღუზის“ გარეშე ტოვებს.
კვლევის მიხედვით, გალატიკა A2261-BCG-ს ცენტრალური ნაწილი სხვა ელვარე გალაქტიკებზე სამჯერ დიდია. ეს გალაქტიკა მონსტრი, გალაქტიკურ გროვა Abell 2261-ში ყველაზე მასიური და ელვარეა(IC 1101).
კვლევის წამყვანი ავტორი მარკ პოსთმანი ამბობს: „როცა მე ამ გალაქტიკის გამოსახულება პირველად ვნახე, მის განსხვავებულობაში მაშინვე დავრწმუნდი. მისი ბირთვი ძალიან დიდი და გაფანტულია. ჩვენი ამოცანაა - შევაგროვოთ ყველა მონაცემი, რომლებიც „ჰაბლმა“ გადმოსცა და ამ ფაქტს სიმართლესთან ახლო ახსნა მოვუძებნოთ“.
მკვლევარები დამატებითი დაკვირვებების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში არსებული ანტენების ყველაზე დიდი მასივით გეგმავენ(VLA; უცნაური NGC 660).