LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა
Lunar Reconnaissance Orbiter(LRO) ნასას ყველაზე ახალი მთვარის ზონდი 2009 წლის ივნისიდან მუშაობს და უკვე მონაცემთა ძალიან დიდი რაოდენობა გადმოსცა მიწაზე. გთავაზობთ LRO-ს 10 ყველზე დამაინტრიგებელ აღმოჩენას.
LRO ბოლო წლების ყველზე დიდ აღმოჩენად ითვლება წყლის აღმოჩენა მთვარეზე, ყინული მთვარის დიდი კრატერების კლდოვან ნაპრალებში და ვაკეებზე. LRO-მ მთვარის წყალი აღმოაჩინა თავის პარტნიორ LCROSS-ზე დაკვირვებით, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში მთვარის ზედაპირს შეეჯახა. LRO-მ და სხვა კოსმოსურმა აპარატებმა, საბოლოოდ, დაამტკიცეს მთვარეზე ტონობით წყლის არსებობის ფაქტი მის ჩრდილოეთ პოლუსზე და სხვა ადგილებზეც. ორი ორმო LRO-მ მოიპოვა დეტალური ინფორმაციები მთვარის ორ უზარმაზარ ხვრელზე. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ხვრელები წარმოიქმნება მაშინ, როცა იშლება მიწისქვეშა, ლავას მიერ გაჩენილი მილი, მასზე მეტეორიტის მოხვედრის შედეგად. გამოსახულებაზე ჩანს ორმო Mare Ingenii, რომელიც მდებარეობს რაიონში, მცირე ვულკანური აქტივობის კვლებით. ორმოს დიამეტრი 130 მეტრია. კრატერი ერმიტა LRO-მ აღმოაჩინა, რომ ტემპერატურა კრატერ ერმიტაში -248 გრადუსია ცელსიუსით, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მზის სისტემაში, აქამდე გაზომილ ტემპერატურათა შორის. შედარებისთვის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლუტონის ზედაპირის ტემპერატურა -184 გრადუსია ცელსიუსით. უკიდურესად ცივი რეგიონები, ერმიტას ანალოგიურად, აღმოჩენილ იქნა მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერების ფსკერზე, მთვარის სამხრეთ პოლუსზეც. გაზომვები ჩატარდა ღამით, შუა ზამთარში. მეორე მხარე მთვარის ერთი მხარე ყოველთვის ჩვენი პალეტისკენაა მომართული. მხარეს, რომელიც კოსმოსისკენაა მიქცეული ”მეორე მხარე უნდა ერქვას” არა ”ბნელი მხარე”, რადგან ის მზის სხივების იგივე რაოდენობას იღებს, რამდენსაც ჩვენსკენ მობრუნებული მხარე. ეს გამოსახულება გვიჩვენებს მთვარის ტოპოგრაფიას, რომელიც ინსტრუმენტით LRO’ LOLA-თი გადაიღეს. უმაღლესი ადგილები ნაჩვენებია წითელი ფერით, დაბალი კი ცისფერით. მთვარის ღერძი ღერძის დახრილობა უმნიშვნელოა, ამიტომ არსებობენ მაღლობები, პოლუსებთან, რომლებიც მუდმივად მზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ზუსტი ტოპოგრაფიული სურათის მისაღებად მეცნიერებმა LRO-ს საშუალებით განათებული ადგილების დეტალური რუქა შეადგინეს. აღმოჩნდა ადგილები მზის 96%-იანი ხილვადობით. ეს რაიონები განუწყვეტლად იქნება განათებული მზის მიერ 243 დღე წელიწადში და არ ექნებათ 24 საათზე მეტი სრული სიბნელის პერიოდები მთლიანობაში. A11 აპოლონ-11 დასაჯდომ მოედანზე, ზუსტად აჩვენებს, თუ სად დარჩა მთვარის მოდული, ასევე კოსმონავტების კვლები და გაშლილი მოწყობილობა. ეს მნიშვნელოვანი მეცნიერული მონაცემებია, რადგან უზრუნველყოფენ აპოლონის ნიმუშების უკან დასაბრუნებელ კონტექსტს. მთები მთვარეზე, დედამიწისგან განსხვავებით, ყველაზე დიდი მთებიც კი წუთების განმავლობაში ჩამოყალიბდნენ, რადგან ასტეროიდები და კომეტები ზედაპირთან შეჯახების დროს, ქერქის მაღლა აწევით ქმნიდნენ უმაღლეს პიკებს. არხები მთვარის არხები მდინარეების კალაპოტებს ჰგავს. მათი ფორმირების მექანიზმი გამოცანად რჩება. ითვლება, რომ არსებობდა წარმოქმნის სხვა და სხვა მექანიზმი, მათ შორის უძველესი მაგმური ნაკადები და დაშლილი მიწისქვეშა ლავური მილები. ლუნოხოდ-1 რუსული რობოტი ლუნოხოდ-1 მთვარეზე 1970 წელს დაჯდა, 1971 წლის სექტემბრამდე, სანამ აღმოაჩენდნენ, 10 კილომეტრი გაიარა. ამა წლის მარტში ჯგუფმა LROC განაცხადა, რომ ის სავარაუდო ადგილთან ახლოს იპოვეს. მთვარემავალზე მოხვედრილი ლაზერული სხივის საშუალებით, 40 წლის მერე პირველად დამყარდა კავშირი რობოტთან. ლუნოხოდ1-ის რეტრორეფლექტორმა სიგნალი უკან ხუთჯერ უკეთსად დააბრუნა, ვიდრე ბრუნდება ლუნოხოდ2-იდან. მთვარის ზოოპარკი… LRO-ს კამერას( LROC) ათჯერ უკეთესი გარჩევადობის საშუალება აქვს, ვიდრე დანარჩენ წინა მისიების აპარატების კამერებს. LRO იღებს 100 პიქსელს იქ, სადაც დანარჩენი აპარატები მხოლოდ ერთს. ახლა მეცნიერებს შეუძლიათ კრატერების და ცალკეული ქვების დეტალური გამოსახულების მიღება და გაზომვების ჩატარება მცირე მანძილზე მთვარის ზედაპირიდან. დედამიწაზე უცნაური ღრუბლები გამოჩნდა: მეცნიერები მიზეზს ვერ ხსნიან (ფოტოები)
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ აქამდე მსგავსი არაფერი უნახავთ. ღრუბლები თითქოს ქარიშხლიან ზღვას წააგავს, ან დედამიწის ზედაპირს. ისინი ძალიან მუქია, შესახედაობა კი საშიში და შემაძრწუნებელი აქვს. ფოტოები მთელი დედამიწის მასშტაბით იქნა გადაღებული. იქ, სადაც ისინი გამოჩდა, ხალხი ქარბუქს ელოდა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა..
|
იშვიათი მოვლენა დედამიწის ატმოსფეროში
იშვიათი მოვლენა დედამიწის ატმოსფეროში - NASA-ს მეცნიერების ვარაუდით, დღეს ღამით ჩვენს პლანეტას კოსმოსური მეგაკომეტის "ისონის" მტვერი დაფარავს. სპეციალისტების თქმით, კომეტამ მზესთან მიახლოებას ვერ გაუძლო, რის გამოც დაიშალა.
მილიონობით ტონა მტვერი თვენახევრის განმავლობაში კოსმოსში ვრცელდებოდა, ახლა კი დედამიწას მოუახლოვდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ატმოსფეროში მისი შემოსვლა ვიზუალურ ეფექტს არ გამოიწვევს.
კოსმოსში შავ ხვრელთან ახლოს, წყლის გიგანტური მარაგები იპოვეს
NASA შორეული კოსმოსის ათვისებას ახალი ხომალდით შეეცდება
აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალურმა სამმართველომ NASA-მ 2 ივლისს კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში ახალ კოსმოსურ ხომალდ Orion-ის კორპუსი წარმოადგინა. მისი საშუალებით ამერიკელი მეცნიერები შორეული კოსმოსის შესწავლას გეგმავენ.
NASA-ს დირექტორის თანაშემწის ლორი ჰარვერის თქმით, Orion-ი ბარაკ ობამას მიერ დასმული ამოცანის განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის ადამიანი ასტეროიდზე უნდა გაიგზავნოს, 2030-იან წლებში კი - მარსზე.
„ორიონის“ პირველი აპარატის შექნა და ცოტა ხნის წინ კომერციული გემის, Dragon-ის წარმატებული ფრენის განხორციელება მოწმობს იმას, რომ აშშ-ს კოსმოსური სტრატეგია ეფექტურად მუშაობს,“ - აღნიშნა ჰარვერმა.
Orion-ი გარეგნულად აპარატ „მერკურის“ და „აპოლონს“ ჰგავს, რომლებიც ექსპლუატაციაში 1960-1970-იან წლებში შევიდა. ხომალდის დიამეტრი ხუთ მეტრს აღწევს. „ორიონის“ 23-ტონიანი კორპუსი ავიაკოსმოსურმა კორპორაცია Lockheed Martin-მა დაამზადა.
აპარატის მშენებლობა უახლოესი ორი წლის მანძილზე დასრულდება. მასზე დამონტაჟდება ძრავები, თერმული დაცვის და ელექტრომომარაგების სისტემები, ასევე - დედამიწაზე დაბრუნების მექანიზმები.
Orion-ის პირველი საცდელი ფრენა 2014 წლისთვის იგეგმება. “ორიონის“ ბორტზე მყოფი ოთხი ასტრონავტი დედამიწას 5,6 ათასი კილომეტრის სიმაღლეზე ორჯერ შემოუფრენს და წყნარ ოკეანეში დაეშვება.
ხომალდის მეორე ტესტური შემოწმება 2017 წელს ჩატარდება, მესამე საცდელ გაშვებას კი, „ნასა“ 2021 წლისთვის განახორციელებს.
მიუხედავად ცივილიზაციის დონის განვითარებისა, კაცობრიობამ მაინც ცოტა თუ იცის გარე სამყაროს შესახებ. თუმცა ფაქტები, რომლებიც ჩვენ ვიცით საკმაოდ საოცარი და იდუმალია…
19% მზის ენერგიას შთანთქავს ატმოსფერო, 47% — ეცემა დედამიწაზე და 34% — ბრუნდება კოსმოსში.მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა არ აღემატება 7,5 წუთს, ხოლო მთვარის სრული დაბნელება — 104 წუთს.ჰიპარხეს (Ἵππαρχος, Hipparkhos) ძვ.ბერძენი ასტრომის მიერ, შექმნა პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჩვ.წელთაღრიცხვამდე 150 წელს.
მზის სისტემის მასის 99% კონცენტრირებულია მზეზე. ერთ წუთში მზე ქმნის უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე მთელი დედამიწა ხარჯავს წელიწადში. მზის სინათლის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასაკი 30 ათასი წელია.ენერგიას, რომელსაც ჩვენ მზისგან ვიღებთ, წარმოიშვა მის გულში 30 ათასი წლის წინ – ზუსტად ამდენი დროა აუცილებელი, რომ ფოტონებმა (სინათლის ნაწილაკებმა) ”გააღწიონ” მნათობის ცენტრიდან მის ზედაპირამდე. ამის შემდეგ ისინი დედამიწამდე აღწევენ მხოლოდ 8 წუთის შემდეგ. მზის გულის ტემპერატურა 13 მილიონ გრადუსზე მეტია და მთელმა გამომუშავებულმა ენერგიამ თავდაპირველად უნდა გაიაროს სინათლის სხვა გამოსხივების მრავალრიცხოვანი შროვანი ზედაპირი.
ვულკან Nix Olimpica სიმაღლე, რომელიც მდებარეობს მარსზე _ 20 კმ. მეტია. მარსის ატმოსფეროს 95% შედგება ნახშიროჟანგის გაზისაგან … მარსზე მთები კი აღწევს 20-25 კილომეტრს.მარსის ჩრ.პოლუსის ყინულის საფარველის მაქსიმალური სისქეა _ 2.5 კმ .

Capella_ ყველაზე კაშკაშა ყვითელი , ორმაგი ვარსკვლავია თანავარსკვლავედიდან წარმოქმნილი 42.2 სინათლის წლის დაშორებით, ასევე მეექვსე ვარსკვლავი სიკაშკაშით ცაზე. მისი სახელწოდება ნიშნავს ”პატარა თხას”
დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველ დღე. თუ ობობას ქსელს გავჭიმავთ ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავამდე თანავარსვლავედ კენტავრამდე , მაშინ მისი წონა იქნებოდა 500 ათასი ტონა.მეცნიერები ამბობენ რომ ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომიდან პლანეტა ურანი აღარ არის.
საინტერესო ფაქტები კოსმოსზე
1.წითელი გიგანტის, ვარსკვლავ ბეტელგეიზეს, დიამეტრი დედამიწის ორბიტაზე დიდია.
2.მზის ენერგიის 19% ატმოსფეროში იკარგება, 47% - დედამიწაზე ეცემა, ხოლო 34% - კოსმოსში ბრუნდება.
3.მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა 7,5 წუთს არ აღემატება, ხოლო მთვარის - 104 წუთს.
4.დედამიწა თავისი ღერძის გარშემო უკუღმა რომ ბრუნავდეს, წელიწადში 2 დღით ნაკლები იქნებოდა.
5.პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჰიპარქმა შეადგინა ძვ.წ. 150 წელს.
6.მზის სისტემის მასის 99% მზეზეა კონცენტრირებული.
7.ჩვენს გალაქტიკაში ყოველწლიურად დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება.
8.მარსის ვულკანის, ნიკს ოლიმპიკის, სიმაღლე 20კმ-ზე მეტია.
9.როცა ჩვენ ყველაზე შორს მდებარე ვარსკვლავს ვუყურებთ, 4 მილიარდი წლის წინანდელ გამოსახულებას ვხედავთ. მისი სინათლე, რომელიც დაახლოებით 300 000 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს, ჩვენამდე მრავალი წლის შემდეგ აღწევს.
10.10 წუთში კოსმოსურ ხომალდს შეუძლია ფოტო გადაუღოს 1მლნ.კვ.კმ. დედამიწის ზედაპირს. მაშინ, როცა ასეთ ფართობს თვითმფრინავიდან 4 წლის განმავლობაში იღებენ, ხოლო გეოგრაფებსა და გეოლოგებს ამისთვის არანაკლებ 80 წელი დასჭირდებოდათ.
11.ერთადერთი ცოლ-ქმარი, რომლებიც კოსმოსში გაფრინდნენ, ამერიკელი ასტრონავტები ჯენ დევისი და მარკ ლი არიან. ისინი 1992 წლის სექტემბერში გაფრინდნენ.
12.ავტომობილს, რომელიც საშუალოდ 100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, დაახლოებით 48 მლნ. წელი დასჭირდება უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად(მზის ჩაუთვლელად).
13.კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბბლის, მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, უძველესი გალაქტიკების ასაკი 12 მლრდ. წელია.
14.ბოლო 500 წლის განმავლობაში დედამიწის მასა 1 მლრდ. ტონით გაიზარდა.
15.Crux ყველაზე პატარა თანავარსკვლავედია ცაზე, თუმცა მასში ყველაზე დიდია კაშკაშა ვარსკვლავების კონცენტრაცია.
16.დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის ჩაუთვლელად) მანძილი 4,24 სინათლის წელიწადია.
17.მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა პლუტონია, ყველაზე დიდი - იუპიტერი.
18.მზის სისტემის ყველა პლანეტა შეიძლება მოთავსდეს იუპიტერში.
19.დედამიწის ცენტრში წნევა 3 მილიონჯერ მეტია ატმოსფერულ წნევაზე.
20.პირველად კოსმოსში გასვლის ხანგრძლიობა 12 წამი იყო.
21.დედამიწის მიერ ერთ წელში დახარჯულ ენერგიაზე მეტს მზე ერთ წუთში გამოიმუშავებს.
22.პლუტონზე ერთი წელი დედამიწის 247,7 წელს უდრის.
23.იური გაგარინის ფრენა 1 საათი და 48 წუთი გაგრძელდა.
24.მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ყინულის ფენის მაქსიმალური სისქე 2,5 კმ-ია.
25.ასტეროიდები № 4147,4148, 4149 და 4150 The Beatles-ის წევრების სახელებს ატარებენ.
26.ჩაის კოვზის იმ ნივთიერებით გავსების შემთხვევაში, რომლისგანაც ნეიტრონის ვარსკვლავები შედგება, მისი მასა 110 მლნ. ტონა იქნება.
27.მთვარის ყველაზე დიდი კრატერის ფართობი, რომელიც დედამიწიდან ჩანს, 26000 კვ. მილია.
28.პირველი ზანგი კოსმონავტი გუიონ ბლუფო უმცროსი იყო.ის "ჩელინჯერის" გუნდთან ერთად გაფრინდა კოსმოსში 1983 წელს.
29.დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელი მითოლოგიური ღმერთის სახელს არ ატარებს.
30.მთვარის პირველი რუკები ტომას ჰარიოტმა დაამზადა 1609 წელს.
31.კეროლინ შუმახერმა 32 კომეტა და 800 ასტეროიდზე მეტი იპოვა.
32.მთვარის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 117 გრადუს ცელსიუსია.
33.მთვარის ყველაზე დაბალი ტემპერატურა -164 გრადუს ცელსიუსია.
34.მარსის ატმოსფეროს 95% ნახშირმჟავის გაზისგან შედგება.
35.პირველი ობსერვატორია სამხრეთ კორეაში ააშენეს.
36.მთვარის ყველაზე მაღალი მთის სიმაღლე 11 500 მეტრია.
37.ყველაზე ცხელი პლანეტა ვენერაა.
38.მარსზე მთების სიმაღლეები 20-25 კმ-ს აღწევს.
39.პლანეტა ურანი დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით ჩანს.
40.12 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავიდან, კაპელა ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს.
41.მთვარეზე ტემპერატურა ღამით -150 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
42.დედამიწისკენ ყოველდღე 200 000 მეტეორიტი მოდის და ატმოსფეროში იწვება.
43.მზის სხივს დედამიწამდე მოსაღწევად 8,5 წუთი სჭირდება.
44.ობობის ქსელის მასა, რომელიც დედამიწიდან უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის ჩაუთვლელად) გაიჭიმება, 500 000 ტონა იქნება.
45.დედამიწაზე ყოვედღე დაახლოებით 27 ტონა კოსმოსური მტვერი იყრება. ერთ წელში კი - 10 000 ტონა.
46.მზის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც საფოსტო მარკის ტოლია, ისევე ანათებს, როგორც 1 500 000 სანთელი.
47.ასტრონომები ვარაუდობენ, რომ სამყაროში ყოველ ერთ ატომზე 400 კუბური დმ. სივრცე მოდის.
48.ნეიტრონის ვარსკვლავების მაგნიტური ველი ყველაზე მძლავრია სამყაროში და დედამიწის მაგნიტურ ველს მილიონობით და მილიარდობით აღემატება.
49.ჰანიმედი იუპიტერის ყველაზე დიდი თანამგზავრია. ის პლანეტა მერკურიზე დიდია და მისი დიამეტრი 5269 კმ-ია.
50.მერკურიზე დღე ორჯერ უფრო ხანგრძლივია ერთ წელზე. ის თავისი ღერძის გარშემო ძალიან ნელა მოძრაობს, მზის გარშემო შემობრუნებისთვის კი დედამიწის 88 დღე სჭირდება.
51.ხელოვნური თანამგზავრებიდან მხოლოდ ერთი განადგურდა მეტეორიტის დაჯახების შედეგად(სააგენტო "Olympus"-ის თანამგზავრი, 1993 წელი).
52.მთვარის დიამეტრი 3476 კმ-ია.
53.ვენერაზე დღე წელიწადზე დიდხანს გრძელდება.
54.დედამიწის მასა დაახლოებით 600 ტრილიონი ტონაა.
55.მთვარე დედამიწაზე 80-ჯერ მსუბუქია.

ლატვიაში მეტეორიტი ჩამოვარდა
ლატვიის ქალაქ მაზსალაცში მეტეორიტი ჩამოვარდა. მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას 20 მეტრი სიგანისა და 5 მეტრი სიღრმის კრატერი წამოიქმნა. არავინ დაშავებულა.
შემთხვევა 25 ოქტომბერს, 18:30 საათზე მოხდა. ამჟამად მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას მაშველები და პოლიციელები მუშაობენ.
"ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულნი არ ვართ რომ ეს მეტეორიტია, რადგან თვითმხილველთა განცხადებით, რაღაც ციდან ჩამოვარდა და შემდგომ მოხდა აალება. ახლა მთავარია გაირკვეს არის თუ არა ამ ადგილას რადიაციული ფონი", _ განაცხადა სახელმწიფო სამაშველო-სახანძრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ ინგა ვეტერემ.
თვითმხილველთა განცხადებით, მათ თავდაპირველად შემოესმათ, დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავის მსგავსი ხმა. რის შემდეგაც მათ ცაში საშუალო სიდიდის ცეცხლოვანი ობიექტი დაინახეს.
ამჟამად შემთხვევის ადგილას რადიაციული ცენტრისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან გაგზავნილი.

ამერიკაში მეტეორიტი ჩამოვარდა
"როსიისკაია გაზეტას" ცნობით, ციური სხეულის ჩამოვარდნის მხილველმა ხალხმა პოლიციაში რეკვა დაიწყო. თვითმხილველთა თქმით, მათ აფეთქების მსგავსი ხმაური გაიგონეს და აფეთქების ტალღაც იგრძნეს. ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ.
მომხდარის ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, "მეტეორიტმა იფეთქა და ნაწილებად დაიშალა", რის შემდეგაც ის მხედველობის არიდან გაქრა.
მეცნიერთა აზრით, ციური სხეული, რომელმაც აშშ-ის მცხოვრებლები დააფრთხო, ზომით "სარეცხის მანქანაზე" დიდი არ ყოფილა. ამასთან, მეტეორიტი ძალზე კაშკაშა იყო, რაკიღა მისი დანახვა დღის სინათლეზე გახდა შესაძლებელი. მეტეორიტის ვარდნის ადგილის ძებნას დიდი დრო დასჭირდება, - ვარაუდობენ სპეციალისტები.
James Webb კოსმოსური ტელესკოპი 2014 წელს გაეშვება ორბიტაზე
მართალია ამ ტელესკოპს 2014 წელს გაუშვებენ მარა გარკვეული კამათი მაინც მიმდინარეობს მის შედეგებზე. ტელესკოპი მისი წინამორბედის Hubble-სგან განსხვაებით ინფრა-წითელ სურათებს გადაიღებს. გადახედეთ სტატიას. ნამდვილად დაგაინტერესებთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

ახალი მზის სისტემა აღმოაჩინეს
NASA-ს მეცნიერებმა მზის ახალი სისტემა აღმოაჩინეს. პლანეტების სისტემა "კეპლერ 11" დედამიწიდან 2 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული და დედამიწის მსგავსი მასისა და რადიუსის 6 პლანეტას შეიცავს, პლანეტები მნათობიდან, დაახლოებით, იმავე მანძილით არიან დაშორებულნი, რა მანძილითაც დედამიწა და მზე.
აღმოჩენილი პლანეტების მცირე სიმკვრივე იმაზე მეტყველებს, რომ მათი მასის 20-30%-ს ჰელიუმისა და წყალბადის მკვრივი აიროვანი ატმოსფერო შეადგენს. ამასთანავე ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარე 2 პლანეტის სიმკვრივე დანარჩენებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტია.
პლანეტების სისტემა NASA-ს მეცნიერებმა კოსმოსური ტელესკოპის - "კეპლერის" საშუალებით აღმოაჩინეს, რომელიც კოსმოსში დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენისთვის შეიქმნა. ტელესკოპი ორბიტაზე 2009 წლის მარტში გაუშვეს, მას შემდეგ ის ქნარისა და გედის თანავარსკვლავედებს იკვლევს. მეცნიერების აზრით, კოსმოსის ეს სფერო მზის მსგავსი ვარსკვლავებით ყველაზე მდიდარია.
ყურადღება!

დღეს, 2012 წლის 3 დეკემბერს, დილით გამთენიისას ადგილობრივი დროით ნახევარი საათით ადრე მზის ამოსვლამდე ეგვიპტეში, გიზის პირამიდების თავზე სიმეტრიულად განლაგდნენ მერკური, ვენერა და სატურნი. ეს მოვლენა ყოველ 2737 წელიწადში ერთხელ ხდება...
ასტეროიდი, რომელიც დედამიწას ჩაუფრენს, დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე ჩაუვლის, სულ რაღაც 17 ათას კილომეტრში.
ასეთი რამ პლანეტის უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ეს არის ასტეროიდი 2012DA14. 15 თებერვალს ის დედამიწასთან ზოგიერთ ხელოვნურ თანამგზავრზე ახლო მანძილზე აღმოჩნდება. მისი მასა 130 ათასი ტონაა, დიამეტრი კი 45 მეტრი. მისი დედამიწაზე ჩამოვარდნის შემთხვევაში, გამოყოფილი ენერგია 2,4 მეგატონის ტროტილის ეკვივალენტი იქნება.
იანვრის ბოლოს კი ჩვენს პლანეტას 14,46 მილიონ კილომეტრში ასტეროიდმა „აპოფისმა“ ჩაუფრინა. ასტრონომებს აშინებთ, რომ ის 2029 წელს 36 ათას კილომეტრში კვლავ ჩაივლის დედამიწასთან და მისი შეჯახების შედეგი დამღუპველი იქნება.
ასტეროიდი 99942 აპოფისი
ასტეროიდი, რომელიც 23 000 მილი/სთ (37 000 კმ/სთ) სიჩქარით მოძრაობს, შეიძლება 2036 წლის 13 აპრილს დედამიწას შეეჯახოს, რაც მილიონობით ადამიანის სიკვდილსა და გლობალურ ქაოსს გამოიწვევს.
რუსი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 25 წელიწადში ჩვენს პლანეტას დაემუქრება საფრთხე 300 იარდის(274 მ) სიგანის მქონე ასტეროიდის შეჯახების სახით. მათ აპოფისი შერაცხეს დედამიწისთვის ყველაზე საშიშ კოსმოსურ სხეულად.
თუმცა პანიკა ჯერ ადრეა და შეიძლება ითქვას, უსაფუძვლოც. რეალურად, კატასტროფის მოხდენის შანსი მცირეა. ნასას განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ ჰიპოფისი ჩვენს პლანეტას შეეჯახოს, 250 000-დან 1-ია.
ნასას თანამშრომელმა დონალდ იომანსმა განაცხადა, რომ აპოკალიფსური თეორიების ახდენის შანსი ნაკლებმოსალოდნელია. 2029 წლის 13 აპრილს აპოფისი ახლოს ჩაუვლის დედამიწას, მაგრამ მასზე არანაირ გავლენას არ იქონიებს. ასე რომ ამ შემთხვევაში საშიში არაფერია, დაჯახების შანსი გამორიცხულია. მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განმეორდება მსგავსი შემთხვევა 7 წლის შემდეგ, 2036 წლის 13 აპრილს. სწორედ აქ არის საშიშროება იმისა, რომ მოხდეს ის, რისიც ბევრს ეშინია. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, რუსი კოლეგებისგან განსხვავებით, ნასას მეცნიერები საკმაოდ დაბალ შანსს აძლევენ ამ მოვლენის მოხდენის ალბათობას. მანამდე კი 2011 წელს გვესტუმრება და მისი დანახვა ოპტიკური ტელესკოპებით იქნება შესაძლებელი.
პროფესორმა ლეონიდ სოკოლოვმა “რიანოვოსტის” განუცხადა:
- 2029 წელს აპოფისი დედამიწას 37000 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდება. შეჯახება კი შეიძლება მოხდეს 2036 წელს. ჩვენი ამოცანაა, განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატივები და შევიმუშავოთ რამდენიმე ვარიანტი ამის თავიდან ასაცილებლად, რაშიც აპოფისზე დაკვირვება დაგვეხმარება.
შეჯახების შანსი თავიდან მეცნიერთა გაანგარიშებით, იყო 1:45000, თუმცა მოგვიანებით დაკვირვებებისა და გამოკვლევების საფუძველზე ეს მაჩვენებელი დაწიეს. თუკი მომავალში დაადგენენ, რომ ასტეროიდის ტრაექტორია პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული და 2036 წელს დაჯახების საშიშროების წინაშე დავდგებით, ნასა მაქამდე შესაბამის ზომებს მიიღებს, რომ მიმართულება შეუცვალოს.
ძირითადი ფაქტორები, რომლითაც სავარაუდო ტრაექტორიას ადგენენ, არის მზის სისტემის სტანდარტული მოდელი, რომელიც მოიცავს მზის, მთვარისა და პლანეტების მიზიდულობის ძალას. თუმცა არის სხვა დეტალებიც, მაგალითად ასტეროიდის მასა, ბრუნვა, მისი უნარი მზის სინათლის არეკვლისა და “შეწოვისა”, მიზიდულობის ძალა იმ ასტეროიდებისა, რომლებსაც გზაში ახლოს ჩაუფრენს. მაგალითისთვის, მზის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს აპოფისის “გაწევა” 20-740 კმ-ით, რაც საფრთხეს მკვეთრად შეამცირებს.
სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტის პრაქტიკული მტკიცებულება მიღებულია
ასტრონომებმა პირველად შეძლეს სიუნიაევ-ზელდოვიჩის დინამიური ეფექტის რეგისტრაცია და მისი გამოყენება გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესასწავლად(Physical Review Letters, arXiv.org).
სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტი რელიქტურ გამოსხივებას უკავშირდება(ან მიკროტალღური ფონური გამოსხივება) ის მაშინ გაჩნდა, როცა დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი პლაზმა გაფართოვდა და გაცივდა, რითაც ელექტრომაგნიტური ტალღებისთვის გამჭვირვალე გახდა.
წინა საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა მეცნიერებმა რაშიდ სიუნიაევმა და იაკობ ზელდოვიჩმა ივარაუდეს, რომ რელიქტურ გამოსხივებაზე ვარსკვლავთშორისი გაზების ცხელი ელექტრონები(სიუნიაევ-ზელდოვიჩის ტემპერატურული ეფექტი) და გალაქტიკური გროვების მოძრაობა შეიძლება ზემოქმედებდნენ. გარდა ამისა ორივე ტიპის ზემოქმედებით შეიძლება მოხდეს მიკროტალღური გამოსხივების პოლარიზაციაც.
სიუნიაევ-ზელდოვიჩის ტემპერატურული ეფექტის რეგისტრირება პირველად 1983 წელს მოხდა, ხოლო 90-იან წლებში ეს ეფექტი გალაქტიკური გრიოვების მოძრაობის შესწავლაში უკვე გამოიყენებოდა. ამასთან ერთად, კინემატიკური ეფექტი დღევანდელ დღემდე თანამედროვე ინსტრუმენტების მგრძნობელობის მიღმა რჩებოდა. ახალი ნამუშვერის ჩარჩოებში მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ბარიონული ოსცილაციების სპექტროსკოპული დამზერის პროგრამით შეგროვდა(Baryon Oscillation Spectroscopic Survey, BOSS), ასევეატაკამას უდაბნოში(ჩილე) არსებულირადიოტელესკოპების მონაცმები.
„არცერთი პროექტი არ იყო შექმნილი ასეთი ძნელად დასაფიქსირებელი მოვლენის რეგისტრაციისთის, როგორიც სიუნიაევ-ზელდოვიჩის ეფექტია“ - მოჰყავს ავტორთა სიტყვები Nature News-ს. აღმოჩენის გაკეთება მონაცემთა უზარმაზარი რაოდენობის ანალიზით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ორივე ექსპერიმენტით შეგროვდა - მაგალითად, მეცნიერებმა 27 ათასი გალაქტიკის სამგანზომილებიანი რუკები(BOSS) და 7,5 ათასი ყველაზე კაშკაშა გალაქტიკურ გროვაზე არსებული ინფორმაცია გამოიყენეს(ACT).მეცნიერთა თქმით, ახალი შედეგები მეცნიერებს ძალიან დაეხმარება. კერძოდ, ისინი უფრო ზუსტ მონაცემებს მიიღებენ შორეული გალაქტიკური გროვების მოძრაობის შესახებ.
თეთრი ჯუჯები გრავიტაციულ ტალღას უშვებენ
შორეულ ვარსკვლავურ წყვილზე დაკვირვებისას, შესაძლებელი გახდა ნიშნის შემჩნევა.
ერთმანეთის გარშემო ბრუნვის დროს ვარსკვლავები მართლაც ქმნიან დრო-სივრცის ფორმის შემცვლელ, ჯერ კიდევ მოუხელთებელ გრავიტაციულ ტალღებს.
სისტემის სახელი J0651. ეს საკმარისად მკვრივი და მცირე ზომის ვარსკვლავებია, თეთრი ჯუჯები, ოდესღაც მზის ტიპის ვარსკვლავები. ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, სამჯერ ახლოს, ვიდრე დედამიწა და მთვარე, რის გამოც ერთ ბრუნს სულ რაღაც 13 წუთში ახერხებენ. მათზე ოპტიკურ დიაპაზონში დაკვირვებით, ამერიკელი ასტრონომების ჯგუფმა გამოსხივებაში ცვლილებები შეამჩნიეს, რომლებიც გრავიტაციული ტალღების ზეგავლენასთან შეიძება იყოს დაკავშირებული, რომლებიც ამ ბრუნვის ხარჯზე ჩნდებიან.
შეგახსენებთ, რომ გრავიტაციული ტალღები ფარდობითობის საერთო თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გრავიტაციული ველის ეს შეშფოთებები სინათლის სიჩქარით ვრცელდებიან. მათი უშუალო დაფიქსირება, ყველანაირი მცდელობების მიუხედავად, ვერაფრით ვერ ხერხდება: ხვეული ძალიან სუსტია. თუმცა, განსხვავებულ სისტემაზე დაკვირვებისას, რომელიც კიდევ უფრო მკვრივ და პატარა ზომის ვარსკვლავებს შეიცავს(ორი ნეიტრონული ვარსკვლავი), დადგინდა, რომ მათი ბრუნვა ჩქარდება, რაც იმის ირიბი მტკიცებულებაა, რომ ორმაგი სისიტემა გრავიტაციულ ტალღებს ასხივებს.
მართლაც, თეორიის მიხედვით გრავიტაციულმა ტალღებმა სისტემიდან ენერგია მუდმივად უნდა გაიტანონ და ვარსკვლავები სულ უფრო ახლოს უნდა მიწიონ ერთმანეთთან, რის გამოც წყვილი კიდევ უფრო ჩქარდება და საბოლოოდ ერთ ვარსკვლავად ერთიანდება. სწორედ ეს მოხდა სისტემა J0651-ზე დაკვირვებისას, 2011 წლიდან დაწყებული, ვარსკვლავება ერთმანეთის გარშემო ბრუნვის სიხშირეს მოუმატეს.
საინტერესოა, როგორ გარძელდება მოვლენები J0651-ში. გამოთვლების მიხედვით, ენერგიის მუდმივი „გაჟონვის“ გამო ჯუჯები სულ უფრო მიუახლოვდებიან ერთმანეთს და ბრუნვასაც მოუმატებენ, ხოლო 2013 წლისთვის ერთ ბრუნზე მათ 20 წამზე ნაკლები დრო უნდა დასჭირდეთ, ვიდრე 2011-ის აპრილში იყო. ამის შემოწმება კი შესაძლებელია.
გარდა ამისა, თეორია ამბობს, რომ 2 მილიონი წლის მერე ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მივლენ და გაერთიანდებიან. ამის შემოწმებაც იქნება შესაძლებელი, თუ კაცობრიობას ეს საერთოდ დასჭირდება.

პროფესორმა ლეონიდ სოკოლოვმა “რიანოვოსტის” განუცხადა:- 2029 წელს აპოფისი დედამიწას 37000 კმ-ის მანძილზე მიუახლოვდება. შეჯახება კი შეიძლება მოხდეს 2036 წელს. ჩვენი ამოცანაა, განვიხილოთ სხვადასხვა ალტერნატივები და შევიმუშავოთ რამდენიმე ვარიანტი ამის თავიდან ასაცილებლად, რაშიც აპოფისზე დაკვირვება დაგვეხმარება.შეჯახების შანსი თავიდან მეცნიერთა გაანგარიშებით, იყო 1:45000, თუმცა მოგვიანებით დაკვირვებებისა და გამოკვლევების საფუძველზე ეს მაჩვენებელი დაწიეს. თუკი მომავალში დაადგენენ, რომ ასტეროიდის ტრაექტორია პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული და 2036 წელს დაჯახების საშიშროების წინაშე დავდგებით, ნასა მაქამდე შესაბამის ზომებს მიიღებს, რომ მიმართულება შეუცვალოს.